რეზიდენციაში რეიდის დროს FBI-ს აგენტებმა ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს, ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა – ტრამპი

0
494
22 Views

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი სამი პასპორტი ამოიღეს.

„მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში FBI-ს რეიდის დროს მათ [FBI-ს აგენტებმა] სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს (ერთი პასპორტი ვადაგასულია). ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა. მესამე მსოფლიო!“ – აღნიშნა ტრამპმა.

Cesko