სამწუხაროდ, ჩემი მოწინააღმდეგები ამ შემთხვევაში არიან არა ქოცები, არამედ ნაცმოძრაობის წევრები – ელისო კილაძე

0
631
22 Views

,,ქრონიკა +-ის” რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქჩართვაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს:

-ადვოკატები მუშაობენ სრული დატვირთვით. ვალერი გელბახიანი მუშაობს სამართლებრივ საკითხებზე, შალვა ხაჭაპურიძე – მტკიცებულებების შეგროვებაზე. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ეს არ არის სასჯელისგან გათავისუფლება, ეს არის სასჯელის გადავადება, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან პროცედურებს. სააკაშვილის გათავისუფლების ორი გზა არსებობს – ან უნდა შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა, ან უნდა მოხდეს სასჯელის გადავადება…

სამწუხაროდ, ჩემი მოწინააღმდეგები ამ შემთხვევაში არიან არა ქოცები, არამედ ნაცმოძრაობის წევრები. გვეუბნებიან, რომ პოლიტიკიდან არ წასულა, ეს ადვოკატებმა მოიგონეს და ა.შ. ყველა განცხადება, რაც კეთდება ადვოკატების მხრიდან, კეთდება მასთან შეთანხმებით. სააკაშვილის და მისი ოჯახის გადაწყვეტილება იყო, ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე ყოფილიყვნენ ადვოკატები და მე მთხოვეს საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ სწორად გამოგვეტანა ინფორმაცია.

სააკაშვილმა თქვა, რომ წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობიდან და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ იქნება. თუ როდესმე დაბრუნდება პოლიტიკაში, ეს არ იქნება საქართველოში, ეს იქნება უკრაინაში, მანამდე კი მას აქვს დიდი გზა გასავლელი, მისი სიცოცხლეა გადასარჩენი.

პოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩავერთვები, არც პარტიის შიდა საქმეები ჩვენი საქმე არ არის. შემოდგომისთვის მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასეთ შემთხვევაში მზად უნდა იყოს სამართლებრივი საფუძველი პროცესის სახით, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

სააკაშვილს არ უთქვამს, რომ ვინმეს ჯინი აქვს ან საქმეების გარჩევას აპირებს ვინმესთან, კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არ ყოფილა… ამას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია, რომ მივსულიყავით პოლიტიკულ კინკლაობამდე, რაც ჩვენი საქმე არ არის.

აქ საუბარი არ არის გარიგებაზე და კატეგორიულად მიუღებელია ის კამპანია, რასაც გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი აწარმოებენ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ თითქოს მან ხაჭაპურიძე და გელბახიანი აარჩია იმის გამო, რომ გაურიგდეს ,,ოცნებას”. არანაირი გარიგების ნიშანწყალი სახეზე არ არის არც ივანიშვილის მხრიდან და არც სააკაშვილი ვაჭრობს ივანიშვილთან.

Cesko