“წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარი ჩავუკეტეთ, არ ვუშვებთ არავის, ეს პუტინმა გამოიყენა საბაბად და თავს დაგვესხა, დაახლოებით ასე მოხდა დიდგორის ბრძოლა” – ჩერგოლეიშვილი

0
677
31 Views

“წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარი ჩავუკეტეთ, და არ ვუშვებთ არავის, გარდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ანტიპუტინისტებისა … ეს პუტინმა გამოიყენა საბაბად და თავს დაგვესხა. დაახლოებით ასე მოხდა დიდგორის ბრძოლა,” – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, “აღმაშენებელმა ომი ვერ აიცილა – ესაა ქოცების შინაარსი!”.

“წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარი ჩავუკეტეთ, და არ ვუშვებთ არავის, გარდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ანტიპუტინისტებისა … ეს პუტინმა გამოიყენა საბაბად და თავს დაგვესხა. დაახლოებით ასე მოხდა დიდგორის ბრძოლა.

დავითისგან შევიწროვებულმა ოკუპანტებმა იჩივლეს სულთანთან.
იმიტომ ვყვები რომ ორუელიანურია ღარიბაშვილის მიერ დიდგორის აღნიშვნა – შინაარსისგან დაცლილი, ყალბი, საზიზღარი.
დავითის ისტორიკოსი: “შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“.

სომეხი ისტორიკოსი – მათე ურჰაელი:

“გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას… ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.

აღმაშენებელმა ომი ვერ აიცილა – ესაა ქოცების შინაარსი!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Cesko