“ბოღმა გახრჩობთ და რაციონალურად აზროვნების უნარი არ გაქვთ, არც ისტორიაა თქვენი ძლიერი მხარე, ამიტომ ვერც აწმყოში ახერხებთ საღად აზროვნებას”

0
1586
50 Views

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რასაც ვაკვირდები რუსი ტურისტი ქალები ძირითადად ქართველ ქალებს აღიზიანებენ, მაშინ როცა არცერთი მათგანი არ აპტოტესტებს თბილისში თურქების, ირანელების და ინდოელების ბიზნესებს, სადაც ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა დაქირავებულ შავ მუშებად მუშაობენ.
თურქული სერიალების მიერ დაპყრობილ ქართულ ტელესივრცეს.
ხშირად მესმის რუსებს ასეთი პოლიტიკა აქვთ, რამე რომ მოხდეს მიზეზი ექნებათ და ტანკებით შემოვლენო.
ჯერ ერთი რატომ უნდა მოხდეს “რამე”? და მეორეც როგორ გგონიათ “რამე” რომ მოხდეს თურქები, ირანელები და ინდოელები თავის მოქალაქეებს არ დაიცავენ?
ბოღმა გახრჩობთ უბრალოდ და რაციონალურად აზროვნების უნარი არ გაქვთ.
როგორც ვატყობ არც ისტორიაა თქვენი ძლიერი მხარე, ამიტომ ვერც აწმყოში ახერხებთ საღად აზროვნებას.

Cesko