„ბოდიშს ვუხდი საჯაროდ… არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი” – თაკო ტაბატაძემ გია ბაღაშვილთან დაშორების შემდეგ ვრცლად პირველად ისაუბრა

0
1056
27 Views

მსახიობმა, თაკო ტაბატაძემ მისი და მომღერალ გია ბაღაშვილის ოჯახის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. როგორც “pirvelebi.club” წერს, ტაბატაძემ საკუთარ ოჯახს ბოდიში მოუხადა სტრესის გამო, რომელიც მათ საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელებული ინფორმაციების შედეგად მიიღეს.

„პირველი არის, რომ ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს – არავინ გეგმავს, რომ ურთიერთობა, რომელიც სიყვარულით იქმნება, რაღაც დროს დასრულდება. თავიდან ძალიან რთულია, ამიტომაც არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და არც ვსაუბრობდი. ძალიან ძნელი იყო და ახლაც ძნელია. ყოველი ასეთი წინააღმდეგობა, საბოლოოდ, აძლიერებს ადამიანს. გამოცდილებაა ურთიერთობებისა და ცხოვრების მიმართულებით. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული.

ჩვენი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, აქვთ წვდომა ინტერნეტზე. გამიხარდა, რომ იუმორით შეხვდნენ, რადგან ათასი სისულელე დაიწერა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ხომ უნდა გქონდეს გარჩევის უნარი, როცა გადადიხარ საიტზე და უხამსი ვიდეოებით არის გაჯერებული, გასაგებია, რომ ის ავრცელებს ყალბ ინფორმაციას…

სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახისთვის უფრო რთული იყო, რადგან ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვთქვა საჯაროდ, რომ ამხელა სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ.

ჩემთვის თვითონ ფაქტი იყო რთული, რომ ეს მოხდა სამი წლის წინ და ოჯახი დაინგრა. ამ გამოხმაურებამ, რომ გითხრათ, რაიმე გავლენა მოახდინა ან კარიერაზე, ან საქმიანობაზე, ამ მეგობრებთან ურთიერთობაზე, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. გამიკვირდა, რომ ადამიანები ასე ცუდად გრძნობენ თავს, რომ სხვა ადამიანების გამეტება შეუძლიათ. ძალიან ვწუხვარ მათ გამო. ფიქრების პროექციას ახდენენ ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ…”, – ამბობს თაკო.

Cesko