(VIDEO)“ის აცხადებს, რომ პირადი ანგარიშწორებაა…”- ნოდარ მელაძე ეკატერინე ფანგანის დაკითხვას ითხოვს

0
2604
2,378 Views

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ტელეკომპანია “იმედის” წამყვანის, ეკატერინე ფანგანის დაკითხვას ითხოვს.

წამყვანი პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმის ფაქტს აფასებს, როგოც პირადი ანგარიშწორების მცდელობად.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყვანი, ეკატერინე ფანგანი დაბადებული1979.05.*** აცხადებს, რომ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა პირადი ანგარიშსწორება იყო. რადგან ქალბატონი ეკატერინე ფანგანი ასეთი განცხადებას პირდაპირ ეთერში აკეთებს , ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავდამსხმელების შესახებ.
ეკატერინე ფანგანი რეგისტრირებულია, საქართველო, ქალაქი თბილისი, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა***** საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით კი თავდამსხმელთა ნაწილი სწორედ ამავე მისამართის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობს. გამოძიებამ უნდა მოიპოვოს, ეკო ფანგანის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაადგინოს გამოძიებით დღემდე დადგენილ პირებთან მისი კავშირი, მიმოწერა და სატელეფონო კომუნიკაცია, რაც შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს.
მტკციებულებების განადგურების ან მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკის გამო, საგამოძიებო მოქმედებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა ჩაატაროს დაუყონებლივ. ამ საჯარო განცხადების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების განადგურებას, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამოღებული იყოს, მოქალაქე ეკატერინე ფანგანის მობილური ტელეფონი, რომელიც გადაიგზავნება ექსპერტიზაზე (კალიბრაცია) ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი და შესაძლო წაშლილი მიმოწერების აღსადგენად.
მაკა ჩიხლაძე როგორც დაზარალებულად ცნობილი პირი უფლებამოსილია გაეცნოს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რასაც მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს გეგმავს. ამიტომ ჩვენ დავიტერესდებით რა სახის ჩვენებას მისცემს მოქალაქე ეკატერინე ფანგანი აღნიშნულ საქმეზე”- წერს ნოდარ მელაძე

Cesko