“მიუნჰაუზენის კომპლექსი” აწუხებს – ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით ამახინჯებს სიმართლეს – ემიგრანტის კოლორიტული მიმართვა დეპუტატებს და ექიმებს

0
760
27 Views

ემიგრანტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

🎯 ვიცი გეწყინებათ, მაგრამ იძულებული ვარ გაცნობოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის 14 დიაგნოზს კიდევ 3 დაემატა. რა თქმა უნდა, მედიცინისთვის აქამდე უცნობი და ქართული ჯანდაცვისთვის მიუწვდომელი.
ამ მოზვინულმა თაღლითმა, სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაული არ დატოვა რომ არ ჩაედინა და ახლა, ახალ-ახალი “დაავადებებით”, სამედიცინო დიაგნოსტიკურ მეცნიერებას წალეკვით ემუქრება.
მიშას მკურნალ ექიმებს “შპარგალკას” მივაწვდი: თქვენს პაციენტს “მიუნჰაუზენის კომპლექსი” აწუხებს – ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით ამახინჯებს სიმართლეს, ტყუილის მეშვეობით ქმნის ალტერნატიულ რეალობას და იქ ცხოვრობს.
“მიუნჰაუზენის სინდრომი” კი, ფსიქოლოგიური და ქცევითი დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს ან ხელოვნურად იწვევს დაავადების სიმპტომებს. ის თამაშობს „ავადმყოფის როლს“, და ასე ექცევა ყურადღების ცენტრში. (!)
ჩემი თუ არ გჯერათ, მაშინ იმ დეპუტატებს მივმართავ, დროდადრო სიმართლეს რომ გვწერენ “ტერი დაგნარზე”:
– ბიძიებო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე. ერთი სიმართლე მიშას დიაგნოზებზეც დაწერეთ, თორემ ისე ავიხლართეთ, ვისი დიაგნოზი ვის ანამნეზშია ვეღარ ვარკვევთ. კარგი იქნება თუ ყველა “დაავადების” შესახებ ერთ წერილში მოგვიყვებით, წვრილად და დეტალურად, რადგან “ეშმაკები დეტალებშია”. 👌
P.S. მხატვარი: ბესიკ დუღაშვილი

 

Cesko