„ეს ბიჭი ქუჩაში დააგდეს საფრანგეთში, საქართველოს საელჩოსთან…” – ვინ არის ქართველი ბიჭი, ვინც შუაგულ ევროპაში განსაცდელში აღმოჩნდა?

0
768
33 Views

“ეს ბიჭი ქუჩაში დააგდეს საფრანგეთში, გააზიარეთ ძალიან გთხოვთ…” – აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში მიშო დადიანი აქვეყნებს:

“გააზიარეთ ძალიან გთხოვთ.

ჟურნალისტებო, (კოლეგებო) გაანიუსეთ რა. ეს ბიჭი ქუჩაში დააგდეს საფრანგეთში, საქართველოს საელჩოსთან. ნერვები სად დავმალო აღარ ვიცი.

გახსოვთ, ირაკლიზე რომ დავდე პოსტი, კლინიკიდან გამოგდების საფრთხე რომ ემუქრებოდა? ჰოდა გამოაგდეს კლინიკიდან და არც ერთი კლინიკა არ ღებულობს, რადგან თანხები არ არის და არც დაზღვევა აქვს. ეს რა არასწორი სამყაროა… ესე ბედის ანაბარა ადამიანი კი არა ცხოველი არ უნდა მიატოვო.

ნუ გაატარებ ამ წერილს უყურადღებოდ.

ვინ, როდის, სად და როგორ აღმოვჩნდებით, არავინ ვიცით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. ამდენმილიონიან პლანეტაზე, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენისთვის ღირს მთელი სიცოცხლე! და შენ, ვინც ეხლა ამას კითხულობ, ამის შანსი გაქვს ზუსტად ეხლა. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი, რომელიც ჯართის შეგროვების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და სრულიად მარტო და დიდ გაჭირვებაში განიცდის გაუსაძლის ტკივილებს. ის კლინიკიდან გამოაგდეს და იმყოფება სრულიად მარტო. მას ესაჭიროვება მომვლელი, და გადასახდელია 700 ევრო. ბინის ქირა 500 ევრო. ამ ადამიანს არ ჰყავს არავინ, ვინც უზრუნველყოფს მას. ყველამ და ყველაფერმა ზურგი აქცია ისედაც მარტოსულ და გაჭირვებულ

ადამიანს. ირაკლისნაირ ადამიანს უფრო მეტად სჭირდება ქომაგომა, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი – ის მარტოა.

გააზიარე ეს წერილი, გამოხატე რეაქცია ლაიქის (პოსტის მოწონების სახით) რომ გავრცელდეს ეს დიდი გულისტკივილი. გადავარჩინოთ ერთი კეთილი, მშრომელი და ნამდვილი ადამიანი – ირაკლი გელაშვილი. კეთილი ადამიანი საბედნიეროდ ძალიან ბევრია. თითო ლარის გაღებით ჩვენ ეს შეგვიძლია! ის არ იმსახურებს ასეთ სიმარტოვეს” – წერს მიშო დადიანი.

Cesko