ნაციონალური მოძრაობის წევრი ფარნაოზ ჭკადუა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
რვა წლის წინ, 2014 წელს, ფიზიკური კონფლიქტი მომივიდა ქუჩაში ჟურნალისტ და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიასთან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ მე მჯერა რომ ზაზა დავითაია არის პატიოსანი კაცი და პატიოსნად დგას იმ პოზიციაზე რაზეც იდგა. არც მოღალატე არ არის, როგორც მაშინ ჩვენ დავარქვით, არც ფულს არ იღებს და დარწმუნებული ვარ არც აუღია საქართველოსთვის საწინააღმდეგო საქმისთვის. ამ გადმოსახედიდან მივხვდი რომ ჩემი მხრიდან იყო გადამეტება და ამის გამო ბოდიშს ვუხდი პირადად მას და ისიც ალბათ ხვდება რომ მე საქართველოსთვის ცუდი არ მინდა…
რა თქმა უნდა, ჩვენ დღემდე ვრჩებით მდინარის სხვადასხვა ნაპირას განსხვავებული პოზიციური შეხედულებების გამო.
ვითხოვ საჯაროდ მიტევებას ზაზა დავითაიასგან.