ქართველი „კანონიერი ქურდები“ იტალიაში ერთმანეთს დაერივნენ – ახალგაზრდა “ქურდი” 51 წლის ავტორიტეტმა პირადად სცემა

0
3233
41 Views

ე.წ. კანონიერი ქურდების დაპირისპირება იტალიაში – როგორც საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს, 51 წლის “კანონიერმა ქურდმა”, მამუკა კვიჟინაძემ, სცემა და უსახელოდ დატოვა თავისი თანამემამულე, გიორგი თორაძე.

დაპირისპირების მიზეზი გამოცემის ცნობით, გახდა ის, რომ თორაძეს “თავხედობა ეყო”, რომ მამუკა კვიჟინაძის ავტორიტეტში ეჭვი შეეტანა.

“აღსრულება მოხდა მამუკას პატრონის ლევან მირცხულავასა და მერაბ სოხუმსკის თანდასწრებით”, – წერს „პრაიმ კრაიმი“.

გამოცემის ინფორმაციით, თორაძე ე.წ. ქურდულ სამყაროს 9 წლის წინ შეუერთდა.

Cesko