,,გეითსი ოპერაციას გაუძღვება, მეხუთე ფლოტი გზაშია, „ჰერკულესები“ ჰაერში არიან, საქართველო უსაფრთხოდ იქნება” – შეტყობინება თეთრი სახლიდან 2008 წელს

August 8, 10:20
0
1392

,,ბევრმა არ იცის, რომ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.
ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები).
ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე, სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. . და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.
ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები.
ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნებოდა აღქმული, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.
ბევრმა არ იცის , რომ „აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიტსი.
ამ დროს, ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა „ერთმორწმუნე” ქვეყნის პატრიარქმა”, – დაწერა დიმიტრი შაშკინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

მან 2015 წელს აგვისტოში მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც 14 აგვისტოს აშშ-დან, მისი მეგობრისგან მიიღო:
„ეს სმს-ი მივიღე ჩემი ახლო მეგობრისგან, თეთრი სახლიდან 2008 წლის 14 აგვისტოს:
“President’s press conference is in 45 min. Gates will lead the operation. 5th fleet is on its way, Herculeses from Jordan are in the air. GEO will be safe” („პრეზიდენტის პრესკონფერენცია 45 წუთში იქნება. გეითსი ოპერაციას გაუძღვება. მეხუთე ფლოტი გზაშია. „ჰერკულესები“ იორდანიიდან ჰაერში არიან. საქართველო უსაფრთხოდ იქნება”).

Cesko