აშშ-ში, მასაჩუსეტსის ერთ-ერთ სანაპიროზე, მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მან სანაპიროზე ლობსტერისთვის ჩაყვინთა, რა დროსაც ვეშაპი დაეჯახა. შემთხვევის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
მაიკლი გიგანტმა გადაყლაპა. კაცმა მალევე გააცნობიერა, რომ არსება უკბილო იყო და ასევე მიხვდა, რომ ვეშაპი რეალურად იყო პოტენციურად ბევრად უფრო დიდი, მაგრამ ბევრად უფრო უვნებელი.
როგორც მამაკაცი ჰყვება, მან უეცრად გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, მე ვეშაპის პირში ვარ“.
კაცი ფიქრობდა, რომ ის მოკვდებოდა. წამიერად იგი ოჯახზეც კი დაფიქრდა, რომლებსაც მის გარეშე მოუწევდათ ყოფნა, თუმცა მოულოდნელად სიბნელე სინათლედ გადაიქცა, როდესაც ვეშაპმა პირი გააღო და კაცი ოკეანის ზედაპირზე გადმოაგდო.
ამ შემთხვევის შემდეგ, მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მსგავს ვეშაპს ფიზიკურად ადამიანის გადაყლაპვა არ შეუძლია/