მაშინაც ვიკითხე და ახლაც ვიმეორებ – ქართულმა მედიამ ეს ინფორმაცია რატომ დამალა მაშინ? – ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი 2008 წლის ომზე

0
1055
31 Views

ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილის მოგონება 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებზე:

“8 აგვისტოს ,გამთენიისას რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში გრადების ზალპების ფონზე, საქართველოს სამშვიდობო ძალების გენერალ მამუკა ყურაშვილს პირდაპირ ეთერში რთავს, რომელიც იუწყება, რომ -საქართველომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყო!

2 კვირით ადრე კი იგივე რუსთავი 2 ავრცელებდა კადრებს, როგორ გაჰყავდა კოკოითის ხელისუფლებას ავტობუსებით ცხინვალიდან მოქალაქეები!

ზუსტად ამ ინტერვალში, მეტი სიზუსტისთვის რუსეთის სამშვიდობო ძალების გენერალ მარატ კულახმეტოვს დავურეკე, რომელსაც მედიასთან კომუნიკაცია არ უჭირდა და ვკითხე – რა ხდება ცხინვალში, მოსახლეობის ევაკუაცია რატომ ხდება?
– როგორ, არ იცით რომ წუხელ ,რუსი სამშვიდობოები მოგვიკლეს?
ქართველი სამხედროებიც არიან დაღუპულები, ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად აგებენ პასუხს…ახლა მაპატიეთ, ვეღარ დაგელაპარაკებით,შეხვედრა მაქვს,,…..

ვიკითხე და ახლაც ვიმეორებ – ქართულმა მედიამ ეს ინფორმაცია რატომ დამალა მაშინ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია და იმიტომ დამალა, რომ სამშვიდობოების სისხლიანი შეტაკება, რუსეთის კანონმდებლობით ხელ-ფეხს უხსნიდა რუსეთს, შემოსულიყო და ქვა ქვაზე არ დაეტოვებინა!

დილაადრიან მე და ,,ალიას,, თანამშრომელი გიორგი ციხელაშვილი მივლინების სასწრაფოდ გაფორმების შემდეგ ცხინვალისკენ დავიძარით… გზად მცხეთაში უამრავი ღვეზელი ვიყიდეთ, გამოქცეულ მოსახლეობას და ჯარისკაცებს დავურიგებთქო…..
კარალეთში, გზის პირა ჰოსპიტლის ეზოში ტრასიდან მომავალი კერძო და სასწრაფო დახმარების მანქანები სიგნალითა და სირენების გაბმული კივილით მაღალი სიჩქარით შედიოდნენ და ეზოს გარეთ შეკრებილი ხალხი გვიყვებოდა, რომ მსხვერპლი დიდია…..

გავაგრძელეთ გზა….

გზადაგზა ფოტოებს და ვიდეოს ვიღებდი….. გზაზე საცობის გამო (მოსახლეობა გამორბოდა, ვისაც რით შეეძლო იმით) ზედ ჩვენ გვერდით სამხედრო ვილისი იდგა, ტენტი გადახდილი, კარებზე გადმოკიდებულ ხელს ავაყოლე თვალი და ენითაუწერელი, ჯიშიანი ლამაზი ქართველი ბიჭის უსიცოცხლო სახე დავინახე…….მის გვერდით, სავარძელზე ასევე მიესვენებინათ მეორე, მესამე…

– ვაიმეეე ჟორიკ {იგულისხმება მისი კოლეგა} ნახეეეეე…..ვიბღავლე გამწარებულმა…. ორივე ვტიროდით და გეფიცებით მრცხვენოდა იმ წუთში ამ საშინელებას რომ ვიღებდი და ავტომატი არ მეკავა ხელში…

როგორც იქნა მივედით მეღვრიკისის ხიდამდე…. პირველი რაც თვალში მომხვდა, შტატივებზე დადგმული ტელევიზიების კამერები იყო…

გავაჩერეთ მანქანა, გადავედით და ერთ-ერთმა ფოტო ჟურნალისტმა ამრეზით ამოისისინა ,,ამას აქ რა უნდა,,- ო? მაშინ ის, სააკას უკანალს ლოკავდა და ჩემი დანახვა რატომ გაუხარდებოდა ნეტავ? თანაც მისი დედა, ჩვენთან მუშაობდა და მეთქი მომესმაააა…

რა თქვი ბიჭო შენ? ჩემზე თქვი შე სიროოო? ხომ არ გინდა დაგაკლა აქ რუსებს, ცოტა აზრზე მოდი მეთქი და მისკენ გავიწიე.. კურდღელი რის კურდღელია? “დაზადნა”…

ცოტა ხანში, იქვე, ხიდზე მოწყობილი რუსეთის საგუშაგოსკენ წავედი, სადაც გვარიანი საცობი იყო, ოღონდ გამოქცეული მოსახლეობის კი არა, სამხედრო ტექნიკის… დიდი, შავი კვამლი ამოდიოდა რამდენიმე მეტრში, ცეცხლის ალებიც დავინახე და ვიკითხე რა იწვისთქო? ბენზინგასამართი სადგურიო…

დავდექი და ფეხს არ ვიცვლი იქიდან, მაინტერესებს რუსები რატომ აკონტროლებენ შლაგბაუმის და ჯარისკაცების დახმარებით ჩვენი სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონაში შესვლა-გამოსვლას?

ეს რანაირი ომია, გამაგებინეთ, ამათ ხოშზეა დამოკიდებული რამდენი ტანკი უნდა შევიდეს, რამდენი ჯარისკაცი და და ა.შ?- ვეკითხები ხაკისფერ, ამერიკულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ქართველ ოფიცერს…

-პროვოკაციულ შეკითხვებს ნუ სვამთ, მიბრძანდით აი იქ სადაც თქვენი კოლეგები დგანან…

წამოვედი, ამ დროს ჟორიკას ურეკავენ, სასწრაფოდ გამოცხადდით სამხედრო კომისარიატში, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგება არ აგცდებათო….მცხეთაში ნაყიდი ღვეზელები ამოვალაგეთ და დავურიგეთ ,,კოლეგებს,, იქ თავმოყრილ მოქალაქეებს,ჯარისკაცებს, რომლებიც კვადროციკლების გვერდით, ბალახზე იყვნენ მიწოლილები და დღეს ვფიქრობ, ნეტავ ის ბიჭები გადარჩნენ?!

სხვა გზა არ იყო და ჟორიკა თბილისისკენ დაიძრა,რეზერვისტების მობილიზაცია დაწყებულა ჩვენს იქ ყოფნაში…. დავრჩი მარტო…

გადის ასე 1 საათი, ხიდზე მივდი-მოვდივარ….
ბიჭოო, ჯეოსელის ანძა აუფეთქებიათ, შენი ტელეფონი იჭერს?-იძახის ვიღაც….ჩემი კნოპკიანი, პირველი მოდელი ნოკია ამოვიღე-იჭერს| !ვაააახ….ცოტა დავმშვიდდი…..
ჩემთან იჭერს, ვისაც გინდა დაგარეკინებთ, ანგარიშზე ბევრია დარიცხული და არ მოგერიდოთ…..რამდენიმე ჯარისკაცმა სახლში დარეკა, აზერბაიჯანელი კაციც მოვიდა, ძმა მყავს ცხინვალის ბაზარში ჩარჩენილი, დამარეკინეთო და უარს ვინ მამაძაღლი ეტყოდაა?

ამ დროს თავდაცვის სამინისტროს პიარის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი მოიჭრა ჯიპით, გადმოვიდა მანქანიდან და ,,თავის,, ჟურნალისტებს რაღაცას ეჩურჩულება…..რამდენიმე წუთში იძახის,, საჰაერო დაბომბვა იწყება, რუსეთის ტანკები როკიდან გამოვიდნენ და წავედითო…..აალაგეს შტატივები, ჩაალაგეს კამერები, ჩასხდნენ მანქანებში და ჰაიდაააააა…..ერთი არ უთქვამთ, წამოდიო……არადა ყველა მიცნობდა, ყველა მოვიკითხე, დავაპურე… ერთადერი, ვინც ბოლოს დაიძრა პირველი არხის პირდაპირი ჩართვების ჯგუფი მეჩხუბა, ახლავე დაჯექი, აქ რა გინდა მარტოს? დაბომბვა იწყება არ გესმის რა თქვა ,,იმან,,-ო?

მოკლედ, დავრჩი და კარგი ვქენი რომ დავრჩი, ბევრი რამის მომსწრე გავხდი და იმიტომ…. რამდენიმე წუთში, სამმა გამანადგურებელმა გადამიფრინა, გორისკენ მიფრინავენო, ქართველმა ოფიცერმა თქვა….. დანარჩენს ხვალ, 8 აგვისტოს მოგახსენებთ….”– წერს ირინა გოგოსაშვილი.

Cesko