„ასწორებს, თან ღამეა… ბათუმში პლაჟზე სექსი მაინც არ გქონიათ? “ – იუნა შაფათავა

August 7, 16:20
0
235

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:

„ამ „სულსშემძვრელ“ პოსტებს ვეხმაურები სიცილით

ახალგაზრდები არ ყოფილხართ? ზაფხულში შამპანური და კოქტეილი არ დაგილევიათ?

რა დაგემართათ? თან ქართველები აღმოჩნდნენო და ბრავო guys PDA (public display of affection)
საჯარო ადგილას სიყვარულის გამოჩენა ყველაზე დიდი იქსტრიმია, ასწორებს, თან ღამეა, ირგვლივ ბავშვები არ არიან, რა დაგემართათ, რააა? ამდენი ხანჟობა საიდან?? იქ ქალმა მოკლე შორტზე მაისურით გაიარა – მერე, რააა, რა მოხდა რააა? ოთარაანთ ქვრივივით იაროს 40 გრადუს სიცხეში? გამოდით ნიუ-იორკის ქუჩებში, ყველა გ ა ხ დ ი ლ ი ა, ეს მაისურიანი ქალი აღარ გაგიკვირდებათ არც ეს მოსიყვარულება საჯაროდ – რამდენიც გინდა

იცხოვრეთ ისიამოვნეთ და სხვისიც ნუ გიკვირთ…

ზაფხულია და ახალგაზრდები არიან, უსწორდებათ ცხოვრება… ისედაც ამ გადარეულ მსოფლიოში უკვე ჰაერს გვაყვედრიან და ადამიანებმა რაიმე ნიშნით, რატომ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი ან გავიშვიროთ თითი სხვისკენ? არაა დრო, გავიზარდოთ? ხან რასობრივი ნიშნით შემოაგდებენ შუღლს, ხან ეროვნების, ხან სქესის… გვეყო რა! კაი იმას აღარ გავიხსენებ, მე რას ვაკეთებდი, უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, და რა, „გავფუჭდი“? აღარ ვუყვარდი ვინმეს თუ მითხარით, არ გშურთ ამათი? რა ბედნიერები არიან, ღმერთო ჩემო, море по колено, ამ მომენტში ადრენალინია, თან არავის ზიანს არ აყენებენ, აშკარად ძალიან ბედნიერები არიან ღმერთო, ბათუმში პლაჟზე სექსი მაინც არ გქონიათ? გაიხარეთ პალმების ქვეშ ამით ერის „მორალური“ იერსახე არ ფუჭდება, თავისუფლებას რა სჯობს, უხამსობაში სანამ გადავა, ყველამ ჩვენ ჩვენი ექსტრემალური სიყვარულის ადგილი გავიხსენოთ, ღიმილით და ვუსურვოთ ერთმანეთს ბედნიერება და ბევრი სუნთქვის შემკვრელი მომენტი, ამენ!“

Cesko