“მიხარია, ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე სუფთად ჩაცმულ რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ. ისინი გაზონებზე არ გადადიან, ქუჩებს არ ანაგვიანებენ და სხვა ტურისტების მსგავსად ბუჩქებში არ მოისაქმებენ”

0
645
21 Views

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ნანა კოსტავა რუსი ტურისტების მომრავლებას დაკავშირებით საუბრობს.

“არც რესტორანი მაქვს, არც კაფე-ბარი, არც სანაყინე, არც სასტუმრო, არც ჰოსტელი, მაგრამ მაინც მიხარია, ჩემს ქალაქში ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე სუფთად ჩაცმულ რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ. ისინი გაზონებზე არ გადადიან, ქუჩებს არ ანაგვიანებენ და სხვა ტურისტების მსგავსად ბუჩქებში არ მოისაქმებენ (ეს ცალკე თემაა ქალაქის პრობლემებიდან).ისინი ჩვენს მეწარმეებს ბანკის ვალებს ასტუმრებინებენ, შემოსავალს აძლევენ, ეკონომიურად აძლიერებენ, მოტივაციას უჩენენ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ არ დატოვონ თავიანთი კერა და სადღაც მექსიკის საზღვარი იქნება ეს თუ ავსტრალია არ გადაიხვეწონ სამუდამოდ.მე არ ვმდიდრდები, მაგრამ ჩემი თანაქალაქელი რომ ძლიერადაა, მეც მიხარია!!!

არ დავაფრთხოთ რუსი ტურისტები, წინ დიდი და მძიმე ზამთარი გველის!”, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

Cesko