„ხრჩოლავს და აბნელებს… ჭურში ზიხარ და ტყემალზე” – დეკანოზმა ჭიღლაძემ გვარამიას მოულოდნელად „გადაურბინა”

0
660
19 Views

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელით პასუხობს ტვ „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც სრულიად უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანეს (დუმენკო) მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის აგრესიის საპასუხოდ სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

„ძალიან ბნელა საქართველოში. რომ გვგონია რომ ესა და ეს ადამიანი აზრზე მოსულია და ა.შ., ხშირად ის ხრჩოლავს და აბნელებს ბნელებზე უარესად და კვერის დამკვრელებიც ოხრად ჰყავს. ჟურნალისტი რომ გქვია და არხის მმართველი და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის, უნეტარეს ეპიფანეს აქტივობები არ იცი პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ ამ ორი კვირის მანძილზე, როცა ყოველდღე ანტიპუტინისტურ-ანტიკრემლისტურ განცხადებებით ლაივშია, პოსტებს დებს, დაჭრილებთან მიდის და კიევის კათედრალში ლოცვებს აღავლენს, და მაინც კითხულობ რატომაა ჩუმადო ომის დაწყების მერეო, ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Cesko