”სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია…” – გაირკვა სინამდვილეში რატომ დაჭრა ექიმმა საკუთარი კოლეგა

0
2937
25 Views

კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სერ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გალ­და­ვა დაჭ­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძეა.

კლი­ნი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვი­ამ­ბობს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს:

მუხლის და თეძოს ტკივილის მქონე ადამიანებმა უნდა წაიკითხონ!
პი­რა­დად არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ადრე არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხე­ბი არი­ან. თე­მუ­რის შვი­ლი, ზვი­ა­დი ბეჟა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია, გო­გას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ფაქ­ტი გო­გას კა­ბი­ნეტ­შია მომ­ხდა­რი. არა­ვის და­უ­ნა­ხავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ფაქტს. სრო­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ კა­ბი­ნეტ­ში და მა­შინ ნა­ხეს გოგა დაჭ­რი­ლი რომ იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი, გო­გას კა­ბი­ნეტ­ში და გვერ­დით კა­ბი­ნე­ტებ­ში გა­ი­კეს სრლის ხმა.

ზო­გა­დად გოგა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლია, ყვე­ლას პატ­რო­ნია, 80 წლის ხდე­ბა თე­მუ­რი და ვვა­რა­უ­დობთ რომ არა­დექ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბა ჰქონ­და. იმ დღეს გან­ცხა­დე­ბა და­ი­წე­რა თე­მუ­რის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და შვილ­მა, ზვი­ად­მა უთხრა ეს ამ­ბა­ვი მა­მას. უხე­შა­დაც არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. აუხ­სნი­ათ მის­თვის, რომ ან­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მერე ზვი­ა­დი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და გა­უგ­რძე­ლე­ბია მუ­შა­ო­ბა. ამის შემ­დეგ მოხ­და ეს ტრა­გე­დია. რო­გორც ვი­ცით, ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია, რო­გორც ჩანს, ამის შემ­დეგ წა­ვი­და და სა­დღაც 3 სა­ათ­ში დაბ­რუნ­და უკან.

შე­ვი­და გო­გას კა­ბი­ნეტ­ში. სხვა დროს არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს ია­რა­ღი მის ხელ­ში, აუხ­სნე­ლია მისი ქმე­დე­ბა. ვერც თე­მუ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ხსნი­ან, ვერც გო­გას ახ­ლობ­ლე­ბი, ვერც ჩვენ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვერ ვხნით. 2 წლის წინ ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი თე­მუ­რის და შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მოც იყო. ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს მი­ზეზს. თვი­თო­ნაც მის­ცე­მენ ჩვე­ნე­ბებს და გა­ირ­კვე­ვა რა მოხ­და. გო­გას ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბა აქვს მკლავ­ზე, მას გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და არც ბევ­რი სის­ხლი და­უ­კარ­გავს, თვი­თონ თე­მუ­რის შვილ­მა ზვი­ა­დამ და­ა­დო ლახ­ტი და შე­უ­ჩე­რა სის­ხლდე­ნა, მან იზ­რუ­ნა გო­გა­ზე. მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი ზვი­ად­მა, რომ თვი­თონ მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გახ­და და გული წა­უ­ვი­და. გოგა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, 52 წლის არის, ოეპ­რა­ცია გა­უ­კეთ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მთა­ვა­რია გა­დარ­ჩა, მკლავ­ზე ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბაა.

Cesko