პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი, ეკატერინე ქვლივიძე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აზიარებს.
“მოკლედ, ფრიად გადატვირთული დღის პარალელურად, დღეს რამდენიც დავსქროლე იმდენი რუსების საძაგლობებს ვკითხულობდი სოც ქსელებში და დაბოღმილი დავდიოდი…
ამ ფონზე გასული ვარ ერთ ფრიად მოძრავ და ტურისტულ ადგილზე მეგობრებთან ერთად, ვხედავ ვიღაც ქერა, გამხდარი, რუსი ქალის შესაბამისად ჩაცმული( ეს სტანდარტი არ მკითხოთ) დადის ჩვენს უკან და ხმის ამოუღებლად იღებს ვიდეოს, ანუ კომენტარს არ აკეთებს და რამდენჯერმე რამდენიმე ხედის ფონზე მოვხვდი კადრში….
მოვუხმე რა ჩემს ველზე გაჭენებულ ფანტაზიას ავღელდი და ინგლისურად ვუთხარი ვიდეოში ნუ გვიღებთქო…. ვერ გაიგო, დაიბნა, მერე მიხვდა და რუსულად მითხრა თქვენ არ გიღებთ გეფოცებითო, შევუღრინე და გავაგრძელეთ გზა…ამანაც გააგრძელა…. და იღებს ისევ ვიდეოს, ისევ უკომენტაროდ, ისევ მოვხვდი კადრში….
დავუძახე მეგობრებს, მეთქი რუსი ქალი მოგვდევს და ვიდეოს გვიღებს და გამაკავეთ!!!
ჰოი საოცრებავ, ქართულად გამომძახა, არა ვარ რუსი არაო.
გარჩევა_გამორჩევის მერე, საფუძვლიანი არგუმენტი რომ ვერ მომიყვანა, შეტრიალდა, პროფილში დადგა და მითხრა, ქალბატონო ამ ცხვირის პატრონი მე რუსი როგორ გეგონეთ, რუსულად იმიტომ გიპასუხეთ, რომ ეგ ენა ვიცი მხოლოდ და თქვენ ნამდვილად რუსული ცხვირი გაქვთო.
ბოლოს დავაჯერეთ, რომ ლამაზიც იყო, კარგი ცხვირიც ჰქონდა და დავიშალეთ….
ამ რუსების გადამკიდეს ორივეს გაჭედილი გვქონდა…..
ნეტა მთელი ერი არ გავცეტდებოდეთ…..”, – წერს ქვლივიძე.