საოცარი ფაქტი ურეკში: მაშველები, რომლებაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იხსნეს თავად გადასარჩენები გახდნენ

0
1772
28 Views

„ფეისბუქ-გვერდი“ “ჩემი საქართველო“ საოცარი ფაქტის შესახებ წერს. ურეკში დამსვენებლებმა მაშველები გადაარჩინეს, რომლებმაც თავის მხრივ 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ შემდგეგ ზღვიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

პოსტის შინაარსის მიხედვით, მაშველებს, რომლებმაც 13 წლის გოგონა გადაარჩინეს, თავად დასჭირდათ დახმარება, რა დროსაც დამსვენებლებმა ისინი წყლიდან ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით გამოიყვანეს. „ადამიანთა თანადგომის საოცარი ფაქტი ურეკში. დღეს ხალხმა ცოცხალი ჯაჭვით მაშველები დახრჩობას გადაარჩინა. მათ 13 წლის გოგონა გამოიყვანეს წყლიდან, მაგრამ შემდეგ თვითონ გახდნენ გადასარჩენი. ძლიერი შტორმის გამო, რომელიც შავიზღვისპირეთში დღეს ფიქსირდება, წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ერთობლივი ძალებით მათი გადარჩენა შეძლეს. ყოჩაღ! “, – ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

Cesko