“ვიღაც დემაგოგებს, ფარისევლებს, პარაზიტებს, ავანტიურისტებსა და ჭკუათხელებს დღესაც მამულიშვილობაში ვუთვლით მათ მიერ ჩადენილ ვირიშვილობებს….” – გოგი ლორთქიფანიძე

0
674
22 Views

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

რა უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები!
იმ ჩიბუხმომარჯვებულ ფარაჯიან ბერიკაცს, ვინც რუკაზე ისეთი საქართველო დაგვიტოვა, თქვენ და მე რომ გვახსოვს – მთლა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თუ ვერა, ფსოუდან წითელ ხიდამდე მაინც – სულ დედ-მამა ვუტრიალეთ, ძეგლები ამოვუბრუნეთ და მისი სახელი მიწასთან გავასწორეთ – ვიზა-ლიბერალიზაციის, რამდენიმე მსუყე გრანტისა და ბრჭყვიალა უცხოური ბიჟუტერიის სანაცვლოდ. ხოლო ვიღაც დემაგოგებს, ფარისევლებს, პარაზიტებს, ავანტიურისტებსა და ჭკუათხელებს, ვისაც – მიუხედავად ხალხის წინაშე ჩადენილი ცოდვებისა – ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენი გულკეთილი მოსახლეობის მხარდაჭერა არ დაკლებია, დღესაც მამულიშვილობაში ვუთვლით მათ მიერ ჩადენილ ვირიშვილობებს.
ჰოდა, ნათქვამია – რაც მოგივა დავითაო…
გ.ლ.

 

Cesko