ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – უმძიმესი ინფორმაცია

0
1219
26 Views

ხელოვნების სახლი “ლუის პარნასი” – ხელმძღვანელი, ნათია ჯიმშელეიშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა ქუთაისში მცხოვრები, „თემურ ძიძიგურის ცხვირის ქირურგიული ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ექიმი თემურ ძიძიგური.

ცოტა რამ ბათონი თემურის შესახებ: მას ახასიათებენ როგორც პროფესიონალ და კარგ ექიმს. ამასთან, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ბატონი თემური გატაცებული იყო მთამსვლელობით, სიმღერითა და მხატვრობით. ხატვა მისი ყოველდღიური საქმიანობა გახლდათ და საკმაოდ ნიჭიერად ხატავდა.

*ადამიანი, რომელიც არის წარმატებული ექიმი, ყელ- ყურ- ცხვირის ქირურგი.

* ადამიანი ,რომელმაც დააფუძნა თავისივე პროფილის ქირურგიული ცენტრი და არის ამავე ცენტრის დირექტორი.

* ადამიანი, რომელიც არის გეოგრაფი, მოგზაური.

*ადამიანი,რომელიც შეუდარებელი ფოტოხელოვანია.

* ადამიანი,რომელიც არის ლიტერატორი.

* ადამუანი,რომელუც არის მხატვარი.

*ადამიანი,რომელიც ქმნის საოცარ მელოდიებს და არის თავისივე სიმღერების ავტორ- შემსრულებელი.

* ადამიანი,რომელმაც ქალაქს დაუბრუნა ტრადიცია ქუთაისური სალონური საღამოებისა.

* ადამიანი,რომელიც არის ქველმოქმედი.

*ადამიანი,რომელიც არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ყველა ამ წოდებას აჭარბებს მისი უფრო დიდი ადამიანური, ჰუმანური თვისებები,რომლითაც აბედნიერებს მეგობრებს და გარშემომყოფთ. – წერს ნათია ჯიმშელეიშვილი.

Cesko