ჟურნალისტი, გიორგი გოგუა სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
“ფეხბურთს არ ვუყურებ უკვე 10 წელზე მეტია. საქართველოს ნაკრების თამაშს ხომ საერთოდ. მაგრამ, რაც კვარაცხელია გამოჩნდა, ბუნებრვია, მეც დავინტერესდი იმიტომ, რომ ეგეთი მაგარი ფეხბურთელი კაი ხანია, არ გვყოლია.
მაგრამ, ეს არ არის პოსტი კვარაცხელიას ქება-დიდებაზე. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ძაან მაგარია, თან, სრული პოტენციალი ჯერ კიდევ წინაა და მაგარ რამეებს ვნახავთ იქით იქით.
ეს არის პოსტი ქართველების მორიგ არაჯანსაღ აღტკინებაზე.
განა რამე პრობლემაა, რომ ამხელა ფანკლუბი გაუჩნდა ამ ბიჭს, ბუნებრივია, კარგიცაა გულშემატკივრობა, მაგრამ არ ვიცით ჩვენ ნორმალური გულშემატკივრობა. ჩვენ ვიცით გადაფიჩინება.
1. ბუნებრივია, დავიწყოთ მედიით: ბიჭო, არ შეიძლება, რო აბსოლუტურად ყველაფერი ანიუსოთ: კვარაცხელიამ აუტი მოაწოდა, კვარაცხელიამ გოლი ამჯერად ვერ გაიტანა, კვარაცხელიამ პასი გააკეთა. არ არის ეგ ნორმალური.
2. კომენტატორები: გოლს გაიტანს, საგოლე პასს გააკეთებს, მაგრად მოატყუებს ვინეს, კიბატონო, გასაგებია ეს ემოცია, მაგრამ ეს დედააფეთქებული, ტიპი თავის საჯარიმოსთან რომ ბურთს შეეხება და ეგრევე აჭყვიტინდებიან, რა არი რა უბედურებაა. ან, ყოველ ჯერზე როცა მწვრთნელს ტიპი მოედნიდან არ გაჰყავს, “კვარაცხელია არ გადიიის” ამოძახილი სირცხვილია, უბრალოდ, არაპროფესიონალიზმია.
3. ნაპოლის გვერდზე შეყრილი ქართველობა – ნუ ამაზე ბევრს არ დავწერ.
4. ნაც-ქოცობის რადიკალიზაციის ახალი მიზეზი რომ გახადეს ეს ბიჭი, არც მაგაზე ვილაპარაკებ ბევრს, გულისრევაა ჩვეულებრივი.
ჩემპიონთა ლიგის თამაშის მერე ნაპოლის მწვრთნელმა რომ კვარაცხელია გააკრიტიკა და მთელი ქართველობა გაგიჟდა, როგორ გაუბედაო. აბა ახლა რას იტყვისო, აბა შემდე თამაშზე თუ გაბედავსო.
21 წლის ფეხბურთელია, კიდევ ერთხელ, მაგარია, კიდევ უფრო მაგარი იქნება, მაგრამ მწვრთნელია ის კაცი, რამენარირად თქვენზე უკეთსად იცის, როგორ შეაფასოს. ახლა იდგამს ის ბიჭი ფეხს, რაც უნდა მაგარი იყოს. მთელი ცხოვრება თამაშობდა რუსეთში, რუსი ფეხბურთელების ჯიბეში ჩასმას არ უნდა არაფერი. ახლა გადის რეალურ გამოცდას (და კარგადაც გადის).
მაგრამ იცით სად არის პრობლემა? დადგება მომენტი, როცა არ ექნება კვარაცხელიას კარგი თამაში. ჩააგდებს ერთ-ორს ნაპოლიში, ნაკრებშც (რაც ასევე ნორმალური ამბავია, სხვანაირად ფიზიკურად ვერ იქნება) და მერე ეს არმია, როგორც ვიცით ხოლმე, ერთი წაბორძიკების გამო თვითონ ჩამოვაგდებთ ჩვენივე აგებული პიედესტალიდან. ეგრე ვიცით ყოველთვის.
ის პერიოდი გახსოვთ, სუმოზე რომ გაგიჟდა მთელი ერი? ახლა, სუმო და ფეხბურთი სხვადასხვაა, გასაგებია და ფეხბურთის ვაიბი ეგრე მარტივად ვერ გაქრება, როგორც სუმოსი, მაგრამ გახსოვთ ვინმეს ტოშინოჩინი დღეს?
უნდა მოვიშოროთ ოდესმე, ეს პატარა, წარუმატებელი ერის კომპლექსი და სპორტში მაინც ვისწავლოთ ნორმალური გულშემატკივრობა, შევეშვათ ამ ვენების ჭრას”, – წერს ჟურნალისტი.