20 Views
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით – თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.
„როცა ომი დაიწყო, მქონდა კამათი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს] საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.
ასევე სხვა ქვეყნებმა – თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ისინი მხოლოდ იცდიან. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი იმედი – ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი დაიტაცებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა.“