48 Views
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Clay Travis & Buck Sexton Show პოდკასტზე განაცხადა, რომ პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობს.
“მათ (უკრაინელებს) შეეძლოთ ყირიმის დათმობა. მათ შეუძლიათ ნატო-სთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება, მაგალითად, თქვან, რომ “კარგი, ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ში გაწევრიანებას” და ექნებათ ქვეყანა. ვფიქრობ, პუტინს გარიგება უნდა“
ტრამპს არ სჯერა, რომ პუტინი „ოდესღაც აპირებდა“ უკრაინასთან ომის დაწყებას, მაგრამ “რადგან დაიწყო, უკრაინის მთელ ტერიტორიას დაიკავებს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რა მოუვიდა უკრაინას“, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.