თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად…სერბეთი ევროპაში პუტინის “ტროას ცხენია” – გონჩარენკო

0
604
26 Views

თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსი გონჩარენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია.

“თუ სერბეთი შეიჭერება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზადაა იმოქმედოს შეიარაღებული ძალებით. სერბეთი ცდილობს წამოიწყოს აგრესიული ომი, ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი პუტინის ტროას ცხენია ევროპაში. ომი საშინელებაა, ყველგან მსოფლიოში”, – წერს გონჩარენკო

ცნობისთვის, სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გადასასვლელები.

Cesko