“იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ” – მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა. რა ინფორმაცია ვრცელდება?

July 31, 20:27
0
1305

ბოლო ინფორმაციით მამუკა ონაშვიილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს,მამუკა ონაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – აცხადებენ კლინიკაში.

მოდელი, ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ მამუკა ონაშვილზე წერს.

“ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ბუთქუჩელა. მამუკა ონაშვილი, იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ” – წერს ირინა ონაშვილი.

როგორც პოსტის კომენტარებში წერენ, მომღერალი ავტოავარიაში მოჰყვა.

Cesko