“ესაა ქართული სულის ფენომენი, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი წაშლის – ქართველი დედა, რომელიც გადარჩენილ შვილს კი არ ზეიმობს, დაღუპულებს გლოვობს და მუხლმოდრეკილი პატიებას ითხოვს”

July 30, 20:55
0
396

უმძიმესი სანახავი იყო გადარჩენილი პარაპლანისტის დედის ტკივილი და დანაშაულის შეგრძნება…
ქართველი ქალი, ქართველი დედა, რომელიც გადარჩენილ შვილს კი არ ზეიმობს, დაღუპულებს გლოვობს და მუხლმოდრეკილი პატიებას ითხოვს დაღუპულთა სულების და ოჯახების წინაშე იმ მსხვერპლისთვის, რაც იმ უბედურმა, მაგრამ პროფესიონალმა და სულით გმირმა 8 ადამიანმა გაიღო!
ესაა ქართული სულის ფენომენი, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ვერ წაშლის!!!
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საქართველოს ამ ძვირფასი ადამიანების დაკარგვას!
ყველა მაშველი, პოლიციელი და ექიმი, რომელიც ამ ტიპის ოპერაციაში იღებს მონაწილეობას, გმირია სულით, რადგან ასეთი სახის სამაშველო ღონისძიება ყოველთვის დიდ რისკს შეიცავს!
უფალმა გაანათლოს რვავე!
ოჯახებს გამძლეობა მიმადლოს!
ამ ძვირფას ქართველ დედას კი მადლობა, რომ შეგვახსენა ქართული სულის და კულტურის დიდებულება!

პუბლიცისტი, მაია დვალიძე; სოციალური ქსელი

 

Cesko