„ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“ – სი ძინპინი ბაიდენს

0
587
20 Views

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ორ საათიანი საუბრის დროს ტაივანის საკითხი განიხილეს.

ბაიდენმა თავის ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება კუნძულის სტატუსის შეცვლის ცალმხრივ ნაბიჯებს.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ განუცხადა, რომ დაეცვა ერთიანი ჩინეთის პრინციპი და გააფრთხილა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

ორ ზესახელმწიფოს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მიერ ტაივანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ბაიდენმა აღნიშნულ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანა.

ამავდროულად, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მას პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

Cesko