კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის სკანდალური დეტალები

July 29, 12:15
0
1499

კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის სკანდალური დეტალები:
სანდო წყაროს ინფორმაციით, კელი დეგნანმა იმიტომ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რომ სამი საათის განმავლობაში მასთან ერთად განეხილა ჯერ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, შემდეგ მთელ საქართველოში, “ამერიკული ლეშის ხოჭოს” (Carrion Beetle) მოშენების პერსპექტივა.
საუბარში, ელჩს შეუპარებია, თუ საიდან უნდა გაჩნდეს ქვეყანაში “ამერიკული ლეშის ხოჭოს” საყვარელი საკვები, რაზეც ივანიშვილს კატეგორიული უარი უთქვამს.
წყაროს თქმით, ბიძინას დეგნანისთვის განუცხადებია, რომ ერთი მოზვინული ლეშია “ვივამედში” მოთავსებული, რომლის მყრალი სურნელი ისედაც ახრჩობს მოსახლეობას და საქართველოს “ამერიკული ლეშის ხოჭოს” დასანაყრებელ ტერიტორიად ვერ გადააქცევს, რაზეც ელჩი ძალიან გაბრაზებულა და აშშ-ის საელჩოში, ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილს შორის გაწერილი სცენარის გათამაშება დაუპირებია, მაგრამ ივანიშვილის დაცვის ეფექტური ნახტომის წყალობით, ვერ მოუხერხებია. შემდეგ, ბუნდოვნად და გაუგებრად დაუწყია ლაპარაკი და წყაროს მხოლოდ ცალკეული სიტყვები ესმოდა: შვეიცარია, რუსეთი, სანქციები, დამხობა…
ჰოდა, რას აბრალებთ? რა ომში ჩართვა, რა მათე, რა ნათელა.😂
ნაცებო, მოიფიქრეთ რამე, თორემ დაგექცათ დედა-მარჩენალი.

მაია ელოშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი; სოციალური ქსელი

Cesko