„ჩვენი ნიკა წავიდა… შენ არ ხარ არაფერში დამნაშავე…“ – 23 სკოლის დირექტორი სამწუხარო ინფორმაციას გვამცნობს

0
1073
22 Views

თბილისის 23–ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაგდა ბარამიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„…გუშინ დედას ველაპარაკე. ჩემი ნიკა მაგარი ბიჭია, ბევრს გაუძლო… ტრანზიტით ჩავფრინდით თურქეთში და გაუძლოო… 700 000 ჰქონდა ლეიკოციტები და მაინც თავი ყოჩაღად უჭირავსო. ეს იყო გაწონასწორებული, მებრძოლი ქალის სიტყვები. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მეც დამარწმუნა…

არ ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო და რა შეიძლება ვთქვა. უბრალოდ მინდა ქვეყანა დავაქციო, ცა ჩამოვამხო, ქვა ქვაზე არ დავტოვო… მეწიწკნება ყველა უჯრედი, ბოღმა მახრჩობს და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. ეს ტკივილი… ეს ენით გამოუთქმელი უძლურებისგან ტანჯვა, რომელიც სასჯელზე უარესია. რომ წარმოვიდგენ უცხო ქვეყანაში საავადმყოფოს კართან მყოფ დედას, განადგურებული ვარ, არც ერთი ფერი აღარ მინდა არსებობდეს.

ნიკა, შვილო, შენ შემოგევლე მე, შენი ბრძოლის უნარს. არ ხარ შენ დამნაშავე არაფერში. უბრალოდ არ შეიძლება ამას მშვიდად შევხვდეთ. ვერ ვამშვიდებ ნათიას, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი ალბათ მაგალითი მისგან უნდა აიღოთ – გაუძლოთ. ჩვენი ნიკა სურმავა წავიდა… მე მაპატიე, შვილო, ჩემი უსუსურობა.

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ნათია მესტიაშვილი, ვიზიარებ თანაკლასელების, მასწავლებლების და მთელი სკოლის მწუხარებას. ჩემი მწუხარებაც გაიზიარეთ, ძალიან, ძალიან,ძალიან მტკივა.. ღმერთს ებარებოდეს ჩვენი სიცოცხლით სავსე ბიჭი“, – წერს დირექტორი.

Cesko