რა თქვა სასამართლოზე პენსიონერმა ქალმა, რომელმაც 33 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე თავში ქვის ჩარტყმით მოუსწრაფა?

0
720
24 Views

68 წლის მარიამ გესტაფიშვილი, რომელსაც 33 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან, მომხდარის დეტალებზე ალაპარაკდა, პენსიონერი, დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მეზობლის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ქვა თავში, ჩხუბის დროს აფექტის ნიადაგზე ჩაარტყა.

ხმაურიან სასამართლო პროცესს გარდაცვლილი ბიჭის მშობლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მეზობელი ქალის და მისი ოჯახის წევრების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ სოფელ კარბში სარწყავი წყლის ნიადაგზე დაიწყო. დაკავებული პენსიონერის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა თავში ქვა მეზობელს მას შემდეგ ჩაარტყა, რაც გარდაცვლილმა ლევან გვიმრაძემ მარიამ გესტაფიშვილის შვილს თოხი მოუქნია. ბრალდებული გესტაფიშვილი კი შვილის დაცვას ცდილობდა.

სკანდალურ საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატმა დღეს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, სანაცვლოდ კი, სასამართლოს 2 ათას ლარიანი გირაო შესთავაზა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მარიამ გესტაფიშვილი ციხეში გაუშვეს.

ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ახლა სხვა დამნაშავეების დასჯასაც ითხოვს. ამტკიცებენ, რომ 33 წლის ლევან გვიმრაძეს 68 წლის მეზობლის გარდა, მისი შვილი და მუშებიც სცემდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 68 წლის ქალის შვილმა და მთელმა ოჯახმა სოფელი კარბი უკვე დატოვა.

Cesko