ნაწყვეტი ჩემი საგაზეთო სტატიიდან –
ამხანაგო დეგნან!
… ელჩო! როცა ქუთაისი გაიარეთ, ნუთუ არ დაინტერესდით და არ ნახეთ, თქვენი ხელდასმით, ნაღმებით აფეთქებული ქუთაისის დიდების მემორიალი? ნუთუ იმ ზღვას არ გახედეთ, სადაც ფსკერზე კვლავ ფეხზე დგანან, თქვენი თანხმობით, ბეტონის ლოდებჩამოკიდებული უდანაშაულო დამნაშავენი? ნუთუ ვერ ნახეთ გავერანებული ათასობით ჰექტარი პირველხარისხოვანი ჩაის პლანტაციები, ამოვსებული კოლხეთის ჭაობის დამაშრობელი კოლექტორები, ჩაბნელებული და კარგამოკეტილი სოფლის მოსახლეობა?
1945 წლის 18 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს მოულოდნელად კურილიის კუნძულები მოსთხოვა, იაპონიის წინააღმდეგ სამხედრო ბაზების გასათავსებლად. სტალინმა მისთვის ჩვეული სარკაზმით თავისივე ხელით დაწერილი წერილით უპასუხა პრეზიდენტს:
„ამგვარ მოთხოვნებს, ჩვეულებრივ, დამარცხებულ ქვეყანას წაუყენებენ ხოლმე, ან ისეთ მოკავშირე სახელმწიფოს, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის დაცვა და ამის გამო მზად არის მოკავშირეს შესაბამისი ბაზა დაუთმოს. არ მგონია საბჭოთა კავშირი ასეთ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნებოდეს. იქნებ ამერიკას მოკავშირეები კი არა, სატელიტები სჭირდება. უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა კავშირი ამ როლისათვის არ გამოგადგებათ”.
გრიგოლ ონიანი
პ.ს. სტატიის სრულ ვერსიას გაგაცნობთ ორშაბათს, 25 ივლისს.
იკითხეთ გაზეთი “სტალინი” საგაზეთო ჯიხურებში.
“ამხანაგო დეგნან!… ელჩო!…იქნებ ამერიკას მოკავშირეები კი არა, სატელიტები სჭირდება…” – გრიშა ონიანი დეგნანს მიმართავს და სტალინზე ისტორიას უყვება
15 Views