”ავარიაში ქმარი და შვილები დამეღუპა. თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც ექიმმა ისეთი რამ მითხრა სიხარულისგან შოკში ვიყავი”

0
810
55 Views

მე და ჩემმა მეუღლემ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი, მალევე ერთმანეთი შეგვიყვარდა და ოჯახი შევქმენით. მაშინ სულ რაღაც 23-24 წლისები ვიქნებოდით. ოჯახის შექმნიდან 10 წლის განმავლობაში შვილი არ გაგვიჩნდა, სად აღარ ვიყავით, რომელ ექიმთან არ მივედით, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა “არანაირი პრობლემა არ გაქვთ, თქვენი უშვილობა ფსიქოლოგიური პრობლემააო, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო”.

მოვიარეთ ფსიქოლოგები, თითქმის ყველგან ვიყავით ვისთანაც კი შეიძლებოდა მისვლა, მაგრამ ამაოდ, საზღვარგარეთაც ვიყავით რამდენიმე ექიმთან და ფსიქოლოგთან, არაფერმა შედეგი არ გამოიღო. მე-12 წელს მოხდა სასწაული ღვთის წყალობით, მე და ჩემს მეუღლეს ტყუპები შეგვეძინა თიკო და გიორგი. ბედნიერებისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. სულ მათთან ვიყავით, სულ ხელის გულზე ვატარებდით, ზედ ვყვებოდით შვილებს. მზე და მთვარე ამოგვდიოდა მათზე, მაგრამ 4 წლის შემდეგ ერთ დღესაც მოხდა საშინელება, ის საშინელება რასაც ვერასდროს დავივიწყებ, ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს შენი მეუღლე და შვილები ავარიაში მოყვნენო. მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სამივე ადგილზე გარდაიცვალნენ. ეს ჩემთვის სრული შოკი იყო. სახლში ჩავიკეტე და არავის ვიკარებდი, თითქმის აღარ ვჭამდი, არ მეძინა. თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. 1 კვირაში დამეწყო თავბრუსხვევა, 2 კვირაში გულისრევები, საქმე ისე წავიდა ჩემმა ნათესავებმა ოთახის კარზე კაკუნი ამიტეხეს, მაგრამ გონდაკარგული ვერაფერს ვიგებდი, შემდეგ ძალით გააღეს კარი და საავადმყოფოში წამიყვანეს.

ჩამიტარეს გამოკვლევები და მოხდა კიდევ ერთი დიდი სასწაული, ფეხმძიმედ ვიყავი ისევ ტყუპებზე. იმ დროს ეს სიხარული ისე ვერ განვიცადე როგორც უნდა განმეცადა, მაგრამ ახლა როდესაც ვუფიქრდები, ჩემი მეუღლისგან შვილები მიანც დამრჩა, ეს მისი სიცოცხლის გაგრძელებაა. ჩემი გარდაცვლილი შვილებისთვის დღემდე ვლოცულობ, საფლავზე ავდივარ და ვესაუბრები ხოლმე, ძამიკოებიც კი გავაცანი, დავითი და ალექსანდრე ჩემს გარდაცვლილ შვილებს. ყოველდღე თითქმის ცრემლებად დაქცეული ახლა თავაწეული დავდივარ და ვთვლი რომ უფალი ყოველთვის დაეხმარება ადამიანს რთული სიტუაციის გადატანაში. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

შენიშვნა : ფოტო პირობითია

Cesko