“სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები შეიცვალა – სანამ ამერიკელები არ გადაწყვეტენ: „უკვე საკმარისად დავთესეთ ქაოსი“, იქამდე უკრაინელებს მოლაპარაკების უფლებას არ მისცემენ“ – სერგეი ლავროვი

0
407
19 Views

სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები შეიცვალა – სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური იარაღის მიწოდების გამო, უკრაინაში შეიცვალა რუსული ჯარების სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები.

მისი თქმით, ახლა უკვე დღის წესრიგში დგას ხერსონის რეგიონი, ზაპოროჟიეს ოლქი და „სხვა მთელი რიგი ტერიტორიები და ეს პროცესი გაგრძელდება თანმიმდევრულად“.

მანამდე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, „სანამ ამერიკელები არ გადაწყვეტენ, რომ „უკვე საკმარისად დავთესეთ ქაოსი“, იქამდე უკრაინელებს მოლაპარაკების უფლებას არ მისცემენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა. რუსულ სამხედრო მოქმედებებს ათასობით უკრაინელი შეეწირა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.

Cesko