ივანიშვილს პოლიტიკურ ასპარეზზე გახარია შემოჰყავს – როგორც “პროდასავლელი ლიდერი”!
1. გოგაშვილი დაიჭირეს შეთანხმებულად. ის საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი კადრია და თავს ასე არ დააჭერინებდა.
2. გოგაშვილი არის გახარიას გუნდის წევრი და ბიძინამ გახარიას “ოპოზიციონერობა” გამოიყენა საჭირო დროს.
3. ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანი სრულიად სხვა რამეშია:
გამოქვეყნებულმა ფარულმა ჩანაწერებმა უნდა “გააპრავონ” ბიძინა და გადააარჩინონ სანქციებისაგან!
როგორ?
პროკურატურა გამოაქვეყნებს ისეთ მასალებს, სადაც არსად არ იქნება ივანიშვილის მამხილებელი მტკიცებულებები!
ივანიშვილი დასჯის (გაწირავს) ყველას საკუთარი თავის გარდა! მათ შორია პანჩურს ამოჰკრავს ღარიბაშვილსაც, რითაც გახარია იქნება კმაყოფილი.
გახარია ორ კურდღელს დაიჭერს:
გაუსწორდება ყველას ვინც არ ევასება, და როგორც “პროდასავლური პოლიტიკოსი” საკუთარ თავს შესთავაზებს ევროპას.
გახარია აქტიურია სოციალურ ქსელებშიც. მათ შორია ტვიტერზე პირველი ეხმიანება ამერიკის და დასავლეთის ლანძღვას. გმობს ქოცების ანტიდასავლურ ისტერიას!
ოპოზიცია გამოფხიზლდით, თორემ მალე გაგაქრობთ ბიძინა პოლიტიკური ველიდან!
ამ აურზაურის ფონზე, ნიკა და მიშას პოლიტპტიმრობაც კი გადაიფარა!.
გოგაშვილი გახდა მთავარი თემა!
აბა დავაკვირდეთ ვცდები თუ არა?!.”
ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი; სოციალური ქსელი