„ქალბატონო თია! უფრო სწორედ მკვლელის და ტერორისტის მეუღლევ! ეს ზღვაში წვეთია, რაც დაგემართათ…“ – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა გოგაშვილის მეუღლეს მიმართავს

0
750
20 Views

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლეს მიმართავს.

„ქალბატონო თია! უფრო სწორედ მკვლელის და ტერორისტის მეუღლევ! სხვათა შორის, ეს სიტყვა ტერორისტი! თქვენგან დავიზეპირე მეც. ტერორისტებიო რომ გვეძახდით,მეცინებოდა სიმწრისგან და ყველაფერს, მაღალ ღმერთს ვანდობდი.ვფიქრობდი და შოკში ვვარდებოდი, ყოველი ამ სიტყვის გაგონებაზე. თან ასეთი უსამართლობა და ცილისწამებები თუ ხდებოდა ამ ქვეყანაში ვერც წარმოვიდგენდი,სანამ თავს არ გადაგხვდა და ვიტანთ დღემდე. და ბოლოს მსოფლიო დონის პოლიტიკოსს! ქვეყნის აღმშენებელს! თქვენი ოჯახისნაირ კრიმინალების მოწინააღმდეგეს, მიხეილ სააკაშვილსაც კი უწოდა, თქვენმა მეუღლემ ტერორისტი. მის მერე თქვენი ოჯახისგან არაფერი არ გამკვირვებია.

თქვენი ოჯახისნაირი, სახეზე ლაფწასმული, ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი, ოჯახი ჯერ არ შემხვედრია. სიმართლე რომ გითხრა არ მინდოდა,არაფრის დაწერა,მაგრამ თქვენმა ასეთმა, უსირცხვილობამ და უნამუსო ტყუილებმა, მოთმინება დამაკარგვინა. შე უნამუსო ქალო! ეს ზღვაში წვეთია,რაც დაგემართათ.სამართლიანობამდე კიდევ შორია. არ გრცხვენია! რომ იღებ ვიდეოს,და ავრცელებ: “ვაიმე, დედა ,ბავშვი რა დღეში ჩამიგდესო”” მერე კივი: “ბავშვს არ ესროლოთო”. მეხუთე წელია მე და ჩემი ოჯახი ვყვირივართ, ვკივივართ, ვტირივართ, ვეძებთ სამართალს.

რის მიღწევაშიც თქვენი მეუღლე გვიშლიდა ხელს, დღემდე.ვინ არ დაიქირავა, შენმა სანაქებო სოსიკომ, ჩვენი ოჯახის გასაშავებლად რამდენი ბოტი ტროლი, რამდენი ფულს დახარბებული არა ადამიანი.მაგრამ არ გამოგივიდათ: იმიტომ რომ ჩვენთან, პირველ რიგში მაღალი ღმერთია და მერე სიმართლე.ნათქვამია, მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო. არ გიფიქრიაა დღემდე , შენი მეუღლის წყალობით რა არ გადავიტანეთ. მე გაგახსენებთ: შენი ყასაბი მეუღლის დაგეგმვით: 2017 წლის 26 დეკემბრის ღამეს 3სთ და 45წთ. თავს დაგვესხა სპეცრაზმი რატომ? რა დანაშაული მიგვიძღოდა. იქნებ შენ აგვიხსნა, გეცოდინება.

ჩემი შვილის მკვლელობით კმაყოფილი და გმირობით რომ მოგივიდა სახლში, მოგიყვებოდა ყველაფერს რომ მძინარე ბავშვი თავისივე ლოგინში როგორ ჩაცხრილეს.როგორ გაანადგურეს ოჯახი. აი ეს ყველაფერი მოუყევი საზოგადოებას, ოღონდ სიმართლე, ტყუილების გარეშე,დღემდე რომ აფრქვავთ. უფალი მოწყალეა ქალბატონო თეა: თემირლანის მკვლელები ვერ გაიხარებენ, უმკაცრესად დაისჯებიან.ამის ღრმად მჯერა. თურმე ორი იარაღიც ჩაუდიათ სოსოსთვის, შეახსენე რომ შეხვდები: ტყუილუბრალოდ, თქვენს მიერ უსამართლოდ მოკლულ თემირლანისთვის ხელყუმბარა, რომ ჩაუდეთ, კარგი საქციელი იყო-თქო.

და კიდე ისიც მიაყოლეთ, 10 წლის პეტრეს თმების გათეთრებას რომ არ პატიობს კაცი. თემირლანის მშობლებმა რაღა ქნას? სამუდამოდ რომ ჩაუბნელეთ მზე. ნეტა, თმებგათეთრებული ჩემი შვილიც დაეტოვებინათ. და მყოლოდა ცოცხალი დღეს. თქვენს ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაცია თქვენებურად, უფრო სამართლიანი იქნებოდა ქალბატო თია ის თქვენი თმებ გათეთრებული, პეტრე რომ ჩაეცხრილათ ლოგინში მძინარე როგორც თქვენ გჩვევიათ.აი მაშინ აღდგებოდა სამართალი თქვენი წესით. მე კი მაინც, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მსოფლიოში ყველა დედის შვილს. გამწარებული და განადგურებული ბევრს გწყევლიდით ადრე, გულით კი არავის ვუსურვებ ჩემს დღეში ყოფნას.

ყველაფერი ღმერთისთვის მიმინდვია.ის გაარჩევს ყველაფერს, მტყუანსაც და მართალსაც. ერთ რჩევას კი მოგცემ, უკან რომ მიიხედო კარგი იქნება,წინ გახედვას არ იმსახურებს თქვენი ოჯახი“,- წერს მედიკო მარგოშვილი.

Cesko