შოიგუმ სარდლობას  დაავალა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ კიევის რეჟიმმა განახორციელოს მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დასახლებულ პუნქტებზე

July 18, 12:51
0
317

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურს მისცა მითითება, „მაღალი სიზუსტის შეიარაღებით“ უკრაინის არმიის სარაკეტო და საარტილერიო საშუალებების განადგურების „პრიორიტეტულობის“ შესახებ. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისცა საჭირო მითითებები ჯგუფებს მოქმედებების შემდგომი გაზრდის მიზნით ყველა ოპერატიულ რაიონში, რათა გამოირიცხოს შესაძლებლობა, კიევის რეჟიმმა განახორციელოს მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დასახლებულ პუნქტებზე, დონბასის პუნქტებსა და სხვა რეგიონებზე“, – განუცხადეს ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“: დიმიტრი მედვედევი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „მოწინააღმდეგის შორი მანძილის საშუალებებზე, რომლითაც ხდება დონბასის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი უბნების დაცხრილვა და ხორბლის მინდვრებისა და მარცვლეულის საცავებისთვის ცეცხლის მიზანმიმართულად წაკიდება“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუმ მითითება გასცა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ჩართული აღმოსავლეთის დაჯგუფების ინსპექტირებისას. ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა.

უკრაინის ხელისუფლება სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევებს უარყოფს და ასეთ თავდასხმებში რუსეთის არმიას ადანაშაულებს.

Cesko