“ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე” – სანაია კვარაცხელიას მლანძღველთა რიგში ჩადგომას სხვებს ასწრებს

0
2387
33 Views

ჟურნალისტი, ვახო სანაია, ფეხბურთელ კვარაცხელიას, იტალიელ ჟურნალისტებთან შეხვედრას ეხმაურება, სადაც კვარაცხელიამ, უკრაინის ომზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: “ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის “დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი”.
ვახო სანაია:
“ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე.
ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.
არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე.
ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება.

გიგა მაქარაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ხმალი იშიშვლა – „მძიმე ამბავია, გაფრთხილებთ ეს პოსტი არ მოგეწონებათ…”

Cesko