გიგა მაქარაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ხმალი იშიშვლა – „მძიმე ამბავია, გაფრთხილებთ ეს პოსტი არ მოგეწონებათ…”

July 15, 20:05
0
1749

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაქარაშვილისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დასმულ კითხვაზე, კვარაცხელიას პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა.

„მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ. ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდან გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. ნეტავ არ ეკითხათ…

„ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის „დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი”.

კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

Cesko