ოდესაში რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს ძეგლის ჩანაცვლებას გეი პორნოვარსკვლავის ძეგლით ითხოვენ

0
640
36 Views

უკრაინის ქალაქ ოდესაში დღემდე დგას რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს ძეგლი, რასაც მოსახლეობის ნაწილი პეტიციის მეშვეობით აპროტესტებს. ისინი ითხოვენ, რომ ეკატერინე II-ს ძეგლის ადგილას ამერიკელი გეი პორნოვარსკვლავის, ბილი ჰერინგტონის ძეგლი დაიდგას. პეტიციას უკვე 26 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე II-მ უკრაინის კულტურასა და სახელმწიფოებრიობას დიდი ზიანი მიაყენა, ამიტომ მისი ძეგლის დადგმა დიდი შეცდომა იყო. “ქალაქში ამ ძეგლის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ოდესა რუსული კულტურის გავლენის ქვეშაა. დროა, ეს შეიცვალოს”, — ვკითხულობთ პეტიციაში

ეკატერინე II-ის ძეგლის სანაცვლოდ პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ ოდესაში პორნოვარსკვლავ ბილი ჰერინგტონის ძეგლი დაიდგას. პეტიციის ავტორების თქმით, ეს ერთი მხრივ, იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინელები რუსული კულტურის გავლენის ქვეშ არ არიან და კარგი იუმორის გრძნობაც აქვთ. მეორე მხრივ, კი ბილი ჰერინგტონის ძეგლის დადგმა LGBTQ+ საზოგადოების მხარდაჭერის საჩვენებლად მკაფიო გზავნილი იქნება, რადგან ჰერინგტონი გეი პორნოვარსკვლავი იყო.

ბილი ჰერინგტონი 2018 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. პეტიციის ავტორებს სურთ, რომ პორნოვარსკვლავის ძეგლზე გამოსახული იყოს, თუ როგორ დგას ჰერინგტონი ბართან ლუდის ბოთლით ხელში.

პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე 20 მაისს გამოჩნდა და დღეს უკვე 26 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. ახლა უკვე პეტიცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განიხილოს.

წყარო: on.ge

Cesko