“ღარიბაშვილი, კობახიძე ესენი არიან სადისტები …” – გია ხუხაშვილი

0
978
19 Views

“ღარიბაშვილი, კობახიძე ესენი არიან სადისტები, რომლებიც მთავარ ხელისუფალს აძლევენ მანევრს, რომ საჭიროების მომენტში განტევების ვაცებად გადაყაროს, მეტი ფუნქცია ამ ადამიანებს არ აქვთ…” –
განაცხადა პალიტრას ეთერში გია ხუხაშვილმა.

ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ მოცემულობაში ოპოზიციას შეუძლია, არის ის, რომ მათ უნდა გამოაცხადონ მორატორიუმი ნებისმიერ პოლიტიკურ დისკუსიაზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ევროკავშირის პირობების შესრულება არ უნდა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა რომ თვითონ დაბრალდეს და სურს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს.

„მით უმეტეს აგვისტოა, ზაფხულია, მისცენ ხელისუფლებას ერთი თვე იმისათვის, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ამ 12 პუნქტის შესრულების თავისი ვარიანტი. იმუშაონ, ხელი არ შეუშალოს ოპოზიციამ. არსებული მოცემულობით, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და ა.შ. ჰგონიათ, რომ ამით საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში ამით ასრულებენ იმ სცენარს, იმ ხაფანგში ებმებიან, რაც ხელისუფლებას აქვს დაგებული. ხელისუფლებას მაღალი ალბათობით ამ პირობების შესრულება არ უნდა, არ უნდა, რომ თვითონ დაბრალდეს, უნდა, რომ ოპოზიციას გადააბრალოს. ამაზე აგებენ ყველაფერს, რომ ჩვენ რა ვქნათ, გვინდა მუშაობა, მაგრამ ესენი არ გვაძლევენ საშუალებას, ამიტომ ჩაეხსნან რა, დაანებონ თავი“, – განაცხადა გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოთხოვნა „აბსურდია“ და ამასაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს.

„რად უნდათ ეს რიგგარეშე სხდომა, რა უნდა გადაწყვიტონ ამ რიგგარეშე სხდომაზე? ისევ დაპირისპირება, რაზეც ხელისუფლება იტყვის, რომ აი, არაკონსტრუქციულები არიან, არ უნდათ მუშაობა, ჩვენ ვეპატიჟებით სამუშაოდ, ესენი არ მოდიან.

ოპოზიციამ რომ არ მისცეს ხელისუფლებას მისკენ ხელის გაშვერის საშუალება, უბრალოდ პირველ სექტემბრამდე წავიდნენ ზღვაზე, დაისვენონ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ოპოზიცია ამ 12 მუხლს ხომ ვერ შეასრულებს? არანაირი ინსტრუმენტი ამისი არ აქვს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დავაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით აღნიშნული დავა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ „პოლიტიკად მონათლეს, რაც შემდეგ ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა“.

„ეს გადავიდა პოლიტიკაში და პოლიტიკაში იცით ვინ გადაიყვანა? ბანკმა და ოპოზიციამ კი არ გადაიყვანა ან არახამიამ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ გადაიყვანა. რომ გამოვიდნენ და დაიძახეს, ბანკი იმიტომ არ აძლევს ფულს, ომში ჩათრევა უნდათო, პოლიტიკად ამათ მონათლეს, გადაიყვანეს პოლიტიკაში, რაც მერე ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა. ამათმა თვითონ შეუქმნეს საფუძველი, დღეს ბიძინას ორი ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ორივეს ირაკლი ჰქვია. ესენი ახლა ბიძინას რასაც უკეთებენ ძალიან გამოცდილი და მზაკვარი მტერი ვერ გაუკეთებს, პირდაპირ ძირავენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Cesko