“თუ სააკაშვილს რამე ცუდი მოუვიდა, მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი იმას, რომ ბიძინადან დაწყებული…” – ბურჭულაძე

July 8, 08:28
0
391

საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:

“რა სამწუხაროა!

მართალია ბიძინა ივანიშვილმა მონახა თავისივე დონის კაცუნები და თავზე დაგვასვა, მაგრამ მარტო ეს არ არის იმის მიზეზი რაც ჩვენ გვჭირს.
ყოველ წუთს არის საშიშროება, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელში ჩაგვაკვდეს და ამ დროს სამთავრობო ტელევიზიის მთავარი თემა ივანიშვილის ფულის გადარჩენაა, რომ თურმე უამრავი ადამიანი მზად არის ბიძინას ქონების დასაცავად გამოვიდეს ქუჩაში და ეს შეიძლება მართლა მოხდეს როცა ამ მშიერ ადამიანებს 20-30 ლარს მისცემენ, სამწუხაროდ ეს უაღრესად გაჭირვებული ადამიანები მზად იქნებიან, რომ ამ თანხის სანაცვლოდ დროებით დაივიწყონ თუ ვინ მისცა მათ საჭმელი, გათბობა, სინათლე, დააახლოვა ევროპასთან რასაც ვიზალიბერალიზაცია მოყვა, მათ აუშენა ქალაქები და როცა შეცდომები დაუშვა და წააგო არჩევნები, ქვეყანაში არეულობების ნაცვლად ნახევარ საათში მიულოცა ოპონენტებს გამარჯვება და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.
არ ვიცი რა ვურჩიო საზოგადოებას.
პოლიტიკოსებმა იფიქრონ თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რომ საქართველო არ მოხვდეს ველურ სახელმწიფოებს შორის თუნდაც იმ მაგალითზე თუ როგორ ვექცეოდით და ვექცევით საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მე კი ერთი რამ ვიცი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე ცუდი მოუვიდა ჩემი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შეურაცხოფისთვის მთელ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი იმას, რომ ბიძინადან დაწყებული ბადრაკით დამთავრებული ყველამ უმკაცრესად აგონ პასუხი და დარწმუნებული ვარ რომ მე ამაში მარტო არ ვიქნები!!!”

Cesko