ადვოკატი: ,,სააკაშვილს ასდის მკვდრის სუნი, ხელები 2-3 დღის გარდაცვლილივით აქვს დამჭკნარი, სახეზე აქვს ლაქები… ფაქტია, რაღაც ხდება”

0
486
20 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი – ამის შესახებ ,,პირველის” ეთერში მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ის და მისი იურიდიული ჯგუფი ბევრ ,,სიურპრიზს” უმზადებს სასამართლოს და ეს პროცესი აუცილებლად შევა არა მარტო ქართულ, ევროპულ სახელმძღვანელოებში.

-ჩვენ შევისწავლეთ სტრასბურის 200 გადაწყვეტილება, რომლებიც სავალდებულო სახელმძღვანელოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შედიან სტრასბურის იურისდიქციაში. ჩვენი პრინციპი იქნება სასამართლოზე კითხვების დასმა და სტრასბურის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც გაჟღერდება სასამართლოზე. მაგალითად, იქნება კითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაზე. სტრასბურის სასამართლო არაერთხელ აღნიშნავს, რომ აუცილებად უნდა იქნას შესწავლილი დინამიკაში ჯანმრთელობა. ჩვენ ვნახეთ, დაპატიმრებამდე სააკაშვილი ჭამს ხინკალს და სვამს ვისკის. ასეთ მდგომარეობაში შეიყვნეს საპყრობილეში და ახლა შეიყვანონ ტელევიზიები და ნახონ, რა მდგომარეობაშია. სასჯელაღსრულების სისტემამ ვერ უზრუნველყო მისი ჯანმრთლობა. თუ იმაზე წავა აპელირება, რომ შიმშილობდა, პასუხი გვაქვს. მაგალითად, ბათუმის საპატიმროში 22 პატიმარი შიმშილობს თვენახევარია, ერთმა შეწყვიტა შიმშილობა და აბსოლუტურად ჯანმრთელია. ანუ უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა…

როცა ის პირველად ვნახე, შოკში ჩავვარდი. მას შედეგ ყოველდღე ვხვდები და გამაოგნებული სიტუაციაა. გვაქვს კითხვა: ორგანოლეპტიკურად, ანუ ვიზუალურად და კონტაქტით, მკვდრის სუნი რატომ ასდის პატიმარს? რატომ აქვს ხელებზე და კანზე ორი-სამი დღის გარდაცვლილის ფერი? ხელები რატომ აქვს 2-3 დღის გარდაცვლილივით დამჭკნარი?კუნთები რატომ არის განლეული? რატომ აქვს პიგმენტები და ლაქები სახეზე?..

კითხვას, შეუქმნის თუ არა საზოგადოებას საფრთხეს სააკაშვილი, დაერთვება კანონიერი ქურდის და ნარკოგამსაღებლის განჩინებები, რომლებსაც სასჯელი გადაუვადეს. ასევე – ყაჩაღობაში ორ ეპიზოდში ბრალდებულს გადაევადა, ოღონც არა მძიმე ავადმყოფობის გამო, არამედ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფობის გამო… რამდენიმე ინფორმაცია არის სრულიად შოკის მომგვრელი. ჩემმა იურიდიულმა ჯგუფმა რომ აღმოაჩინა ეს მტკიცებულები, არც კი გვეჯერა…

სააკაშვილი არის ძალიან გაშავებული, ასდის საშინელი სუნი, პალატაში ფანჯარა ოდნავ იღება… ფაქტია, რომ ორგანიზმში რაღაც ხდება, მიმდინარეობს ინტოქსიკაცია…

ჩვენ ვაყენებთ საკითხს ასე, ან სრულად გათავისუფლება, ან გადავადება. მერე ექიმების და ოჯახის გადასაწყვეტი იქნება, უცხოეთში წაიყვანენ თუ აქ უმკურნალებენ.

Cesko