“ევროკავშირმა უარი გვითხრა, ამის მიზეზი ესაა, მომავალში კი…”, – ლელა კაკულიას მეგა წინასწარმეტყველება

0
665
23 Views

მეგობრებო,
როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა თავი შეიკავა საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან და გარკვეული პირობები წამოუყენა, რომელთა შესრულებამაც ჩვენს ქვეყანას გზა უნდა გაუხსნას ევროკავშირისკენ.
ევროკავშირის ლიდერთა ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კიდეც დააღონა, კიდეც გააბრაზა და, ალბათ, ერთგვარად გულიც აუცრუა. ამიტომაც გვერდის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეგახსენოთ რამდენიმე ჩანაწერი ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან — სწორედ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე.

ეს წინასწარმეტყველებები მანამდე არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც გაზეთში„ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ – როგორც ქართულ, ისე რუსულ და ამერიკულ გამოცემებში.
✅ 2012 წელი, 18 თებერვალი
იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო მიჰყვება, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის. საქართველო ნატოშიც შევა, ევროპის შემადგენელი ნაწილიც გახდება, მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზებიც განლაგდება ჩვენს საზღვრებზე და სხვა მრავალი რამაც მოხდება, რაც ჩვენ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.
✅ 2012 წელი, 22 ივლისი
საქართველო, ვიმეორე ასჯერ დაწერილსა და მრავალჯერ დანახულს: მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანაა, ევროპის ნაწილია — დაბრუნებული აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მერე კი იმ ტერიტორიებითაც, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ მითვისებული.
დიახ, მათი დაბრუნების დროც დადგება და დავიბრუნებთ კიდეც ასი პროცენტით.
✅ 2012 წელი, 19 ნოემბერი
ჩემო ქართველებო: წყნარად და მშვიდად იყავით. კოსმოსი გვეხმარება! მაინც შევალთ ნატოშიც და ევროკავშირშიც, აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და სამაჩაბლოსაც.
ამას მე ვწინასწარმეტყველებ ჩემი ქართველებისთვის, ჩემი ხალხისთვის, რათა გული არ გაიტეხონ და არ ინერვიულონ. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.
ჩემო ქართველებო, ძალიან მიყვარხართ. ვიცი, რომ თქვენს გაჭირვებას მალე წერტილი დაესმება და არ არსებობს ძალა, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს — შეცვალოს ქართული გენი, ქართული სული.
ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ, ჩემო ქართველებო, ყველაფერს არ ვამბობ. თუმცა თქვენ ძალიან ჭკვიანები და ნიჭიერები ხართ და ყველაფერს ისედაც ალღოს უღებთ.
✅ 2013 წელი, 19 მარტი
საქართველო გადარჩება, ნატოშიც შევდივართ, ევროკავშირშიც!
ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად მანამ, სანამ არ შევალთ.
იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება;
ერთი სახელმწიფო რომ დარჩეს — ეს საქართველო იქნება!
✅ 2014 წელი, 25 თებერვალი
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. ვხედავ, ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ.
✅ 2014 წელი, 19 მაისი
დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!
✅ 2016 წელი, 29 მაისი
კოსმიური საცერი იცრება, შადიმანები და თაღლითები კი მომავალს გეგმავენ. სულ ამაოდ. არაფერი გამოუვათ. პირიქით, ყველაფერს დაკარგავენ. კოსმოსი მათ დასჯის და პოლიტიკიდან სამუდამოდ გააქრობს. ხალხი აღარ მოტყუვდება. ძალიან კარგად იცის საქართველომ, ვინ ვინ არის და ნამდვილად რჩეულებს ამოირჩევს.
საქართველოს ევროკავშირი ელოდება. მალე კოსმოსი ჩემს საქართველოს ევროკავშირის ღირსეულ წევრად წარმოაჩენს, მომავალში კი ნეიტრალურ ქვეყნად აქცევს.
რაც უნდა თქვათ და რაც უნდა მოიმოქმედოთ, ეს ყველაფერი მაინც ასრულდება!
✅ 2017 წელი, 4 დეკემბერი
ვხედავ, ევროპა ძალიან დაუახლოვდება საქართველოს. ევროპული ქვეყნები ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომლებიც დაგვანახებს რეალურ შანსს იმისას, რომ საქართველო გაერთიანდეს ევროკავშირში. ნელ-ნელა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, საქართველო უფრო და უფრო გაძლიერდება და ისევ და ისევ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა იხსნის მას ოკუპანტი რუსეთის კლანჭებიდან.
✅ 2018 წელი, 30 ნოემბერი
ვხედავ, ახლო მომავალში საქართველო ევროპის სახე ხდება! – წერს ლელა კაკულია ფეისბუქ გვერდზე

 

Cesko