კორონა რომ მძვინვარებს და ამაზე რომ ხმას არავინ იღებს, რა მოდაა? – რომან გოცირიძე

0
394
37 Views

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სადღაც წავაწყდი ექიმის კომენტარს, რომ მეორე ბუსტერდოზის გამოყენება ნებადართულიაო. სადაა ოფიციალური ინფორმაცია, რატომ არაფერს ამბობს ეს ანტივაქსერი მთავრობა აცრების გაგრძელების აუცილებლობაზე. მერე გამოგვიცხადებენ, ფაიზერს ვადა გაუვიდა და უნდა გადავყაროთო. 400 ათასი დოზა ფაიზერი, მაშინ რომ გააფუჭეს, დაახლოებით 20 მილიონი ლარი ღირდა.
კორონა რომ მძვინვარებს და ამაზე რომ ხმას არავინ იღებს, რა მოდაა? კი, ახალი შტამი საბედნიეროდ ნაკლებადმომაკვდინებელია, მაგრამ სულ ასეთი შტამები კი არ იქნება? რომ არ გკლავს ეს ხომ იმას არ ნიშნავს, კვალს რომ არ ტოვებს? თანაც უკვე აცრილ-გადატანილებსაც ემართებათ.
ხელისუფლების დანაშაულია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი დაგვეხოცა მოსახლეობასთან შედარებით პანდემიის დროს. ნიღაბი გაიკეთეთო ეს მაინც ამოღერღეთ!!!“

Cesko