„აი ეს ხართ სულ!!! ახლა რას იტყვით, “ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა და ივანიშვილი რუსი ოლიგარქი? რა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ალიანსი, პირდაპირ რუსეთიდან იმართებიან ეს მართლა მოღალატეები“- ნინო ფოჩხუა მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ ე.წ. სქრინს (ფოტოს) აქვეყნებს, რომელზეც მისი აზრით, ჩანს, რომ მოძრაობის გვერდს რუსეთიდან და აშშ-დან მართავენ.
„აი ეს ხართ სულ!!! ახლა რას იტყვით, “ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა და ივანიშვილი რუსი ოლიგარქი? რა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ალიანსი, პირდაპირ რუსეთიდან იმართებიან ეს მართლა მოღალატეები და ჰგონიათ მტერს თუ შეეკვრებიან, ხელისუფლებაში მოვლენ. ვერ ეღირსებიან, იმიტომ რომ აქეთ, “ქართული ოცნების” წინამძღოლობით, ნათელია და გზაა ევროპულ ოჯახში!“- წერს ნინო ფოჩხუა.