უკრაინაში ომი იწყება! – ,,ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია”

February 12, 00:16
0
1081

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომი იწყება.
,,გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა გადაწყვიტა, შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.
როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა დღეს ბაიდენმა საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის, NATO-ს, კანადის და ბრიტანეთის ლიდერებს.
სწორედ ამიტომ იაპონია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ევროკავშირი, ლატვია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და სხვა ქვეყჯები რიგრიგობით აცხადებენ, რომ საკუთარმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა სანამ ჯერ კიდევ არსებობს კომერიციული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შანსი.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაუდებელ შეხვედრას მართავს ვაშინგტონში. დეტალები დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი”.
© World Military • ანალიტიკა

Cesko