20 Views
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, დღეს, 3 ივლისს, 19 საათისთვის, მარნეულში შუახნის კაცი მოკლეს.
მედია, თვითმხილვველებზე დაყრდნობით, წერს, რომ შემთხვევა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ტყვიები კისრისა და ზურგის არეში მოხვდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.