ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, გურიაში სტიქიის შედეგად სოფელ ჯიხანჯირში მე-4 კლასელ ბავშვს ეძებენ.
სარიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 სახლია მეწყერიდან ჩატანილი.
„ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,“- აღნიშნა სარიშვილმა კურიერთან საუბარში.
დიდი ჩხუბი ქართველებსა და ყაზახებს შორის – ნაცემია რამდენიმე ადამიანი