,,შენმა გულმა ვერ გაუძლო ყველაფერზე დარდს!”- აკადემიის სტუდენტი გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა…რას წერენ ახალგაზრდაზე დედა და მეგობარი?

0
821
48 Views

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ზაზა ჩუბინიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

,,ეს ჩემი უფროსი შვილია, ზაზა ჩუბინიძე. ჩემი დარდი და ჩემი ტკივილი, ჩემი სიხარული და ჩემი სიყვარულია! შენმა გულმა ვერ გაუძლო ყველაზე და ყველაფერზე დარდს! შენი ძმა თენგო ძალიან ნერვიულობს შენს გამო, შვილო… მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ჩემი სულიერი ტკივილი!”, – წერს გარდაცვლილის დედა თამარ ლამპარაძე.

ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ემშვიდობება მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე და მასთან შეხვედრას იხსენებს.

,,ამ ძალიან საინტერესო, სერიოზულ ახალგაზრდა კაცს სამხატვრო აკადემიაში რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ ვიფიქრე, რომ მკვეთრად გამორჩეულ ინდივიდუალობასთან მქონდა საქმე… პირდაპირ, ღირსეულ, თავაზიან, მამაც და სევდიან ბიჭთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტი გახდა და ვემზადებოდით, ერთად ბევრი მუშაობა მაინც ვერ მოვასწარით, რადგან მასთან მოსულ გოგონას, საკუთარ მეგობრებთან რომ უნდოდა მოხვედრა, ვერ აწყენინა და ადგილი გაუცვალა. გაცნობისას ვიფიქრე, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ შესაძლოა მნიშვნელოვან ნაყოფს გამოიღებდა და მიუხედავად ამ თავზარდამცემი ამბავისა, რომლის დაჯერებაც ახლაც კი ძნელია, მგონია ის შემოქმედებითად და თავისებურად უკვე მოქმედებს სულიერი სფეროდან, არა მხოლოდ ჩვენ, ნაცნობთა ყოველდღიურობაში, არამედ შესაძლოა მიწიერი ქმნადობის სხვადასხვა პროცესებში, თავისი გამორჩეული ინდივიდუალიზმისა და ღრმა შინაგანი ცხოვრების ძალების ხარჯზე.

ზაზას თავისებურების, ახალგაზრდული შემართების, შემოქმედებითი ძალების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უკვე ახლაც კი ეხმარება სულიერი სფეროებიდან მის ქვეყანას, მეგობრებს, ახლობლებს, რათა განსხვავებულად დაანახოს ყოველივე ის, რასაც აქამდე ისინი, შესაძლოა სხვანაირად უყურებდნენ. დაე სულიერი მზე უნათებდეს მას თავის გზას”, – წერს ანტონ ბალანჩივაძე.

 

სხვა ახალი ამბები:

 

 

Cesko